საქართველომ 243.6 ტონა ხილი აწარმოა – მოცულობები სახეობების მიხედვით

2024 წელს საქართველოში წარმოებულია 243.6 ტონა ხილი (ყურძნისა და ციტრუსის გარდა), რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 25.2%-ით აღმატება.
საქსტატმა გამოაქვეყნა მემცენარეობის 2024 წლის წინასწარი მონაცემები, რომლის მიხედვითაც, წარმოებული ხილის მოცულობები სახეობების მიხედვით ას ნაწილდება:
· თესლოვანი ხილი – 89.7 ათასი ტონა (46.8%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე);
· კურკოვანი ხილი – 77.1 ათასი ტონა (22%-ით მეტია);
· კაკლოვანი ხილი – 52.4 ათასი ტონა (14.7%-ით მეტია);
· სუბტროპიკული ხილი – 16.7 ათასი ტონა (10.7%-ით ნაკლებია);
· კენკროვანი ხილი – 7.7 ათასი ტონა (32.8%-ით მეტია).
ასევე 2024 წელს წარმოებულია 321.5 ათასი ტონა ყურძენი, რაც 45.7%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს და 55.4 ათასი ტონა ციტრუსი, რაც 22.7%-ით ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე.