საგამოძიებო კომისია შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ და ნებისმიერი პირი, ეს იქნება გახარია თუ სხვა ოპოზიციური ლიდერები, კანონით ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ

საგამოძიებო კომისია შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ და ნებისმიერი პირი, ეს იქნება გახარია თუ სხვა ოპოზიციური ლიდერები, კანონით ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ
საგამოძიებო კომისია მუშაობას ხვალიდან განაახლებს. გაფართოებული მანდატის ფარგლებში სხდომაზე დაბარებულია გიორგი გახარია. კანონმდებლებს ექსპრემიერთან შეკითხვები აქვთ, -ისა და პრემიერობის პერიოდში გაწეულ საქმიანობასა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე. მათ შორისაა 20 ივნისის მოვლენებიც.
საპროტესტო აქციის დაშლის ოპერაციის დაგეგმვა და განხორციელება – ეს ის მთავარი საკითხია, რომელზეც კითხვები კანონმდებლებთან ერთად სტრასბურგის სასამართლოსაც აქვს. დიდმა პალატამ დაადგინა, რომ სახელმწიფოს მოქმედებასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. ინტერესის თემა მხოლოდ აქციის დაშლის ოპერაციის, დაგეგმვის ტაქტიკა და მისი განხორციელებაა. უპასუხებს თუ არა გახარია, საგამოძიებო კომისიის შეკითხვებს, ჯერჯერობით უცნობია.
მმართველი გუნდი ამბობს, რომ საგამოძიებო კომისიაზე დაბარებულ პირებს, მათ მიმართ არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა მაინც მოუწევთ.
“საგამოძიებო კომისია შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ და ნებისმიერი პირი, ეს იქნება გახარია თუ სხვა ოპოზიციური ლიდერები, კანონით ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ. სხვა შემთხვევაში, იქნება სამართლებრივი ფორმები მიღებული და შესაბამისად, აღიძრება საქმე მათ მიმართ, ვინც არ გამოცხადდება. თუ რატომ არ ცხადდებიან – საზოგადოებისთვის არის ნათელი, იქ არის კითხვები, რომელსაც სვამს საგამოძიებო კომისია და მათ არ აქვთ პასუხები ამ კითხვებზე. აქედან გამომდინარე ცდილობენ თავის არიდებას”, – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ჭეიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

არც ერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი, ეს ადამიანები კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდნენ, რაც ისჯება კანონით – ნებისმიერმა ჟურნალისტმა ნებისმიერ ევროპულ დედაქალაქში ცენტრალური გამზირი რომ გადაკეტოს, მას იგივე ზომებით დაუპირისპირდებიან, როგორ შეიძლება, 50-მა კაცმა გადაკეტოს ქუჩა