ლინას ლინკევიჩუსი – რუსეთი აგრძელებს იმის კეთებას, რაც ყველაზე კარგად გამოსდის – კლავს და დასცინის ტრამპის ძალისხმევას

პრეზიდენტმა ტრამპმა ბოლოსდაბოლოს გაახანგრძლივა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და დღეს რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ სუმიზე თავდასხმამ 20-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, – ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილმა საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრმა და შვედეთში ლიეტუვის ელჩმა, ლინას ლინკევიჩუსმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა.
„რუსეთი აგრძელებს იმის კეთებას, რაც ყველაზე კარგად გამოსდის – კლავს და უბრალოდ დასცინის ტრამპის ძალისხმევას ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით“, – წერს ლინას ლინკევიჩუსი.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ზაქარეიშვილი – შეუძლებელია ბარამიძის განცხადება შეესაბამებოდეს სინამდვილეს, ეს არის მისი მოსაზრება, აბსოლუტურად ამოვარდნილი რეალობიდან – არ მიმაჩნია, რომ ამის გამო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას