თამაზ დათუნაშვილი: ბრიტანული სანქციების ლოგიკური ფინალი ივანიშვილის დასანქცირება იქნება

“ძლიერი საქართველოს” წევრი თამაზ დათუნაშვილი დარწმუნებულია, რომ ბრიტანული სანქციების ფინალი სწორედ ივანიშვილის დასანქცირება იქნება. ოპოზიციონერის თქმით, ბრიტანეთმა უკვე დაასანქცირა “შემსრულებლები” და საბოლოოდ, ეს სანქციები ოლიგარქამდეც მივა.

ბრიტანული სანქციების ლოგიკური ფინალი ცალსახად იქნება ივანიშვილის დასანქცირება, იმიტომ, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც დღეს არის დასანქცირებული, ისინი არიან ადამიანები, ვინც შემსრულებლები არიან საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უენაესობის დასამარების, ხოლო ამ ყველაფრის სათავე ცალსახად არის ივანიშვილი, უბრალოდ, ეს პროცესი მიდის მეთოდურად და ძალიან სწორად, ისე, როგორც ბრიტანელებს შეეფერებათ. ცალსახად, ყველა ეს სანქცია ბოლოს მივა ოლიგარქატის თავთან და ამ უბედურების საწყის წერტილთან, ივანიშვილთან თუ ამ პროცესში, რეჟიმი არ მოეგება გონს, ერთის მხრივ ან მეორეს მხერივ, არ ჩამოიშლება, – ამბობს თამაზ დათუნაშვილი. 

დიდი ბრიტანეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების დასანქცირებას ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი პლატფორმა X-ზე ეხმაურება.

ლიბერალ-დემოკრატთა პარტიის წარმომადგენელი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბრიტანეთი კიდევ უფრო შორს უნდა წავიდეს და შავ სიაში “კრემლის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქი, უნდა შეიყვანოს”.