დონალდ ტრამპმა რუსეთს სანქციები 1 წლით გაუხანგრძლივა

დონალდ ტრამპმა რუსეთს სანქციები 1 წლით გაუხანგრძლივა
-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლითაც 2021 წელს ჯო ბაიდენის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა.
შესაბამის დოკუმენტს -ის ფედერალურ რეესტრში ავრცელებენ.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2021 წელს შემოღებული საგანგებო რეჟიმი მიზნად ისახავს, „წინააღმდეგობა გაუწიოს განსაკუთრებულ საფრთხეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის, საგარეო პოლიტიკისა და აშშ-ის ეკონომიკისთვის, რომელსაც წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მთავრობის გარკვეული მავნე საგარეო საქმიანობა“.
დოკუმენტის თანახმად, აშშ-ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული კონკრეტული სანქციები მიზნად ისახავს რუსეთის შემდეგი ქმედებების აღკვეთას: ჩარევას აშშ-სა და მისი მოკავშირე ქვეყნების არჩევნებში, ასევე, სანქციები მიმართულია რუსეთის სხვა ისეთი საქმიანობების წინააღმდეგ, როგორებიცაა: კიბერშეტევები, საერთაშორისო კორუფციული სქემების გამოყენება სხვა ქვეყნების მთავრობებზე გავლენის მოსაპოვებლად, ჟურნალისტების დევნა, რეგიონში უსაფრთხოების დარღვევა და საერთაშორისო სამართლის დარღვევა.
„ამიტომ, 2021 წელს გამოცხადებული საგანგებო რეჟიმი, რომელიც მოგვიანებით გაფართოვდა რამდენიმე სხვა ბრძანებით, კვლავაც გაგრძელდება 2025 წლის 15 აპრილის შემდეგაც. მე ვახანგრძლივებ ამ რეჟიმს კიდევ ერთი წლით,“ – აღნიშნულია დოკუმენტში.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე: ახალგაზრდებთან შეხვედრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოტნე ივანიშვილის ჩართულობას. ის ახალგაზრდებთან დიალოგს არა ფორმალურად, არამედ აქტიური კომუნიკაციის ფორმატში წარმართავს, რაც ახალგაზრდებში მეტ მოტივაციასა და ჩართულობას აჩენს

ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ცოტნე ივანიშვილის იმ აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდებთან ღია დიალოგს, მათ ჩართულობასა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების განხილვას ემსახურება

ცოტნე ივანიშვილი: ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გამორჩეულად ვართ მიჯაჭვული ჩვენს ტრადიციებზე. მჯერა, მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იყოს მკაფიოდ წელში გამართული და არ არსებობდეს ქვეყნიდან წასვლის სურვილი