ავჭალაში, კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად 13 წლის ბიჭი გარდაიცვალა

ავჭალის დასახლებაში, ლიფტის შახტში 13 წლის ბიჭი ჩავარდა. არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა ე.წ ტიტანიკის სახელით ცნობილ კორპუსში მოხდა.
მოზარდი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მოზარდის დაღუპვის ფაქტი „ინტერპრესნიუსს“ კლინიკაში დაუდასტურეს.
ინფორმაციისთვის, „ტიტანიკის“ კორპუსი ცხრა სართულიანი ავარიული საცხოვრებელი სახლია. როგორც ცნობილია, წლების წინ შენობის საძირკველი გრუნტის წყლებით დაზიანდა, რის შედეგადაც ნაგებობის ერთი ნაწილი შუაზე გადატყდა და სადარბაზო ჩამოინგრა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კორპუსის მობინადრეები წლებია დახმარებას ითხოვენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეროვნული ბანკი – ბანკები გააგრძელებენ „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში, მოქმედი სანქციების მოთხოვნების, სებ-ის რეგულაციების, საკუთარი პოლიტიკისა და რისკის შეფასების მიდგომების შესაბამისად