მაკა ბოჭორიშვილი აზიაში თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის ზომების კონფერენციის (CICA) – გენერალურ მდივანს შეხვდა

ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი აზიაში თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის ზომების
კონფერენციის (CICA) – გენერალურ მდივანს, კაირატ სარიბაის შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ორგანიზაციის მისიაზე, რომელიც გულისხმობს აზიის რეგიონში თანამშრომლობის გაღრმავებას, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობას.

მიმოიხილეს მიმდინარე პროქტები, რომელიც CICA-ს ფარგლებში ხორციელდება, მათ შორის ნდობის აღდგენის მიმართულებით, რაც თავის მხრივ გულისხმობს –  ეკონომიკის, ეკოლოგიის ჰუმანიტარულ, ახალი გამოწვევებისა და საფრთხეების და სამხედრო-პოლიტიკურ განზომილებებში თანამშრომლობას.

მხარეებმა ყურადღება გაამხვილეს CICA-ს არაწევრ ქვეყნებთან ურთიერთობების ფორმატებსა და მიმართულებებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ეროვნული ბანკი – ბანკები გააგრძელებენ „თელასის“ მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში, მოქმედი სანქციების მოთხოვნების, სებ-ის რეგულაციების, საკუთარი პოლიტიკისა და რისკის შეფასების მიდგომების შესაბამისად