,,წულუკიანო, ჩვენც გვაქვს კითხვები – საქართველოს რამდენი მოქალაქე ყავთ ერთობლივად გატაცებული აფრასიძეების ოჯახს?“ – შორენა ლობჟანიძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, შორენა ლობჟანიძე:
კითხვები ჩვენც გვაქვს და let show go on!
– ვინ არის არასრულწლოვანი, 15 წლის მარიამ გოგინაშვილი და რატომ არის მისი საქმე 23 წელი გამოუძიებელი?
– იმყოფებოდა თუ არა წყნეთიდან მაღაზიაში გადასული და მოტაცებული 15 წლის მარიამი აფრასიძეების ოჯახში მძევლად?
– მო­ზარ­დის გა­ტა­ცე­ბი­დან მე­ო­რე დღეს გამ­ტა­ცებ­ლე­ბი ტე­ლე­ფო­ნით და­უ­კავ­შირ­დნენ თუ არა გო­გი­ნაშ­ვი­ლის მა­მას და გო­გო­ნას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ 100 000 დო­ლა­რი მო­ი­თხო­ვეს.
– მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად, თან­ხა 70 ათას დო­ლა­რამ­დე შემ­ცირ­და თუ არა?
– გო­გო­ნას მა­მამ 27 ივ­ლისს თბი­ლის­ში, ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე, დათ­ქმულ ად­გილ­ზე ფული მი­ი­ტა­ნა, თუმ­ცა დამ­ნა­შა­ვე­ებ­მა პი­რო­ბა არ შე­ას­რუ­ლეს, მძე­ვა­ლი არ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და მას შემ­დეგ გა­ტა­ცე­ბუ­ლის ოჯახ­საც აღარ და­კავ­ში­რე­ბი­ან, ხომ?
– ოფიციალურად იყო თუ არა დადასტურებული, რომ მარიამი მამა-შვილი აფრასიძეების მიერ იყო გატაცებული?
– რატომ აღარ დაუკავშირდნენ გამტაცებლები მავშვის მშობლებს, იმიტომ ხომ არა, რომ ზრდასრულმა კაცმა ომეხ აფრასიძემ იგი გააუპატიურა, რომლის შემდეგ გოგონას კვალი ქრება და მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ ჩნდება ჩრდილოეთ კავკასიაში შვილთან ერთად.
– იყო თუ არა 15 წლის მარიამ გოგინაშვილი ომეხ აფრასიძის მხრიდან პედოფილიის მსხვერპლი და მის მიერ გაჩენილი ბავშვი არის თუ არა ომეხ აფრასიძის შვილი?
– რატომ იმყოფებოდა აფრასიძეების ოჯახში და რატომ ეძებდა თავისი ძმის ცხედარს აფრასიძეებთან?
– იყო თუ არა დადასტურებული, რომ მესტიის რაიონის სოფელ ეცერში ევგენი აფრასიძის ოჯახში ხშირად მალავდნენ ფულის სანაცვლოდ მოტაცებულ ადამიანებს?
– საქართველოს რამდენი მოქალაქე ყავთ ერთობლივად გატაცებული აფრასიძეების ოჯახს?