-ის საბაჟო და სასაზღვრო სამსახურის განკარგულებით, ახალი ტარიფები სმარტფონებზე, კომპიუტერებსა და ჩიპებზე არ გავრცელდება

აშშ-ის ახალი ტარიფები არ გავრცელდება სმარტფონებზე, კომპიუტერებსა და ჩიპებზე. ამის შესახებ -ის საბაჟო და სასაზღვრო სამსახურის ახალ განკარგულებაშია აღნიშნული.
განკარგულების თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტის, ს მიერ გამოცხადებული ახალი ტარიფები არ გავრცელდება სმარტფონებზე, კომპიუტერებსა და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებსა და კომპონენტებზე, მათ შორის ნახევარგამტარებზე, მზის ბატარეებზე, ბრტყელ სატელევიზიო ეკრანებზე, ფლეშ ბარათებზე, მეხსიერების ბარათებსა და ბარათებზე, რომლებიც მონაცემების შენახვისთვის გამოიყენება.
ამერიკული ტელეარხი CNBC აღნიშნავს, რომ 11 აპრილს გამოქვეყნებული ეს განკარგულება მოჰყვა აქამდე ტრამპის მიერ ჩინეთის წინააღმდეგ გამოცხადებულ 145%-იან ტარიფებს, რაც უარყოფითად აისახებოდა ტექნოლოგიურ კომპანიებზე, მაგალითად Apple-ზე, რომელიც iPhone სმარტფონებსა და თავისი სხვა პროდუქციის უმრავლესობას ჩინეთში აწარმოებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – პრემიერ-მინისტრის მხრიდან ჩვენი ეროვნული ინტერესი ძალიან მკაფიოდ იქნა გაჟღერებული თურქმენეთის ფორუმზე, მან აღნიშნა ოკუპაციაც – კარგია, რომ ეს გზავნილი ითქვა იმ დარბაზში, სადაც ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი იჯდა