ირაკლი ზარქუა: ქალბატონმა თეამ გუშინ განცხადება გააკეთა, რაც გულისხმობდა, რომ, რა თქმა უნდა, ანწუხელიძე გმირია

„ქალბატონმა თეამ გუშინ განცხადება გააკეთა, რაც გულისხმობდა, რომ, რა თქმა უნდა, ანწუხელიძე გმირია, ისევე, როგორც ყველა ის ადამიანი, ვინც მონაწილეობდა პუტინისა და სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ ომში საქართველოს წინააღმდეგ. ქალბატონმა თეამ ის ბრძანა, ეს ომი რომ არ ყოფილიყო, დღეს ჩვენი ის გმირები, რომლებითაც ვამაყობთ, ყველანი სახლში იქნებოდნენ, თავის ოჯახებში იქნებოდნენ.
თუმცა ამ უსამშობლოებს აქვთ სხვა დაკვეთა. დააკვირდით, ეტყობა რაღაც ჩათი აქვთ, ეს უსამშობლოები ხომ პოულობენ ერთმანეთს, ამათ პატრონები ჰყავთ და უგდებენ ერთმანეთს ერთსა და იმავე თემას, აბა, ახლა ამას თავს დავესხათ. ამ უსამშობლოებს ერთი და იგივე ტექსტი აქვთ თითქმის. ეს არის ხელმარჯვნივ, ის ქმედება, ის მივარდნა. შემდეგ იმ ახალგაზრდებს, დაფინანსებულებს, ბუნებრივია, აძლევენ კონკრეტულ მისამართს, როგორ შეიძლება მოუწყონ ინკვიზიცია, როგორ შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენონ, მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. არ აინტერესებთ, ორკები არიან, ეს არის ამათი ხელწერა. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს ქართული საზოგადოებისთვის, რომ ამათი ხელისუფლებაში დაბრუნება მტრისას, არავის არ დაინდობენ, გადათელავენ“, – განაცხადა ზარქუამ.
მის წერილობით კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.
📌 „უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის” – ასე აღწერა თეა წულუკიანმა საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის თავდადება რუსეთ საქართველოს ომში.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩხეიძე: ისეთი განცდა მაქვს, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ქანდაკებების აღება არ გვაპატიეს და თანამედროვეობის ნიშან-წყალს აქრობენ საქართველოდან – როგორც პოლიტიკურად, ისე არქიტექტურულად (ვიდეო)

შოთა დიღმელაშვილი: როცა პირიქით, სპორტსმენი, რომლის სახელსაც პრესკონფერენციით ვიგებთ და არა მის გამო სადმე აწეული დროშით, მმართველ ელიტებს ეხუტება და სუსტების ჩაგვრით იმუქრება, აბა, რა ეროვნული ღირსების დაცვაზეა საუბარი?