რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის ტერიტორიაზე Shahed-136/131 ტიპის 28 დრონი გაუშვეს, აქედან 24 – უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, – ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.
„ღამით რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს უკრაინას Shahed-136/131 ტიპის 28 უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით. საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა 24 დრონი გაანადგურეს“, – აცხადებენ გენშტაბში.
მათივე ცნობით, დრონები პრიმორსკო-ახტარსკის რაიონიდან, კურსკის ოლქიდან და ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან გაუშვეს.
უკრაინელებმა 24 უპილოტო საფრენი აპარატი კიევის, მიკოლაივის, ოდესის, ხერსონის, რივნის, ხმელნიცკის და ჟიტომირის ოლქებში გაანადგურეს.