თეთრი სახლის პრესსპიკერი – სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთისა და უკრაინის ქმედებებით იმედგაცრუებულია

დონალდ ტრამპი სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთისა და უკრაინის ქმედებებით იმედგაცრუებულია, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა ბრიფინგზე განაცხადა.
„პრეზიდენტმა სრულიად მკაფიოდ განაცხადა, რომ ამ კონფლიქტის ორივე მხარის მიერ გამუდმებით იმედგაცრუებულია. მას სურს, რომ ბრძოლა შეწყდეს და ომი დასრულდეს. გვჯერა, რომ სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებებზე გავლენის მოსახდენად ბერკეტები გვაქვს და ჩვენ ამ ბერკეტების გამოყენებას ვაპირებთ“, – განაცხადა ლევიტმა.
მისი თქმით, -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის რუსეთში ვიზიტი და რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა დიპლომატიურ პროცესში მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს.
შეგახსენებთ, გუშინ, სტივ უიტკოფი სანქტ-პეტერბურგში ვლადიმერ პუტინს შეხვდა. შეხვედრა ოთხსაათნახევარს გაგრძელდა და კრემლის ინფორმაციით, განხილვის „თემა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ასპექტები იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი – გერმანიას დედას რომ აგინებ, მერცს იდიოტს ეძახი და მერე ელოდები, რომ რაღაც შეიცვლება, მაშინ აზროვნებით პაპუაშვილი უნდა იყო – დასჭირდებათ დასავლეთი? – გადაითამაშებენ დასავლეთს, დასჭირდება რუსეთი? – გადმოითამაშებენ აქეთ

ხათუნა თოთლაძე – მზად ვიყავით და ვართ, ევროკავშირთან, წევრ ნებისმიერ სახელმწიფოსთან გავხსნათ და აღვადგინოთ დიალოგი – ჩვენი ღრმა რწმენით, თითოეული კანონი ემსახურება ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას