საერთაშორისო ტრიბუნალი პუტინს დაუსწრებლად არ გაასამართლებს – euronews

დასავლური ქვეყნები გეგმავენ, შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც გაასამართლებს მათ, ვინც უკრაინის წინააღმდეგ ომის დანაშაული ჩაიდინა.
Euronews-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, სანამ ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტის პოსტზეა, ტრიბუნალი მას დაუსწრებლად არ გაასამართლებს. პროცესი შესაძლოა, გაიმართოს მას შემდეგ, რაც პუტინი პრეზიდენტის პოსტს დატოვებს.
Euronews-ის თანახმად, იგივე დებულება ეხება რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინს და საგარეო მინისტრ სერგეი ლავროვსაც. მაღალჩინოსნების სისხლისსამართლებრივი დევნა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ ბრალდებულები ფიზიკურად დაესწრებიან პროცესს.
სპეციალური ტრიბუნალის გახსნა შესაძლოა მომავალ თვეს გამოცხადდეს.
ამისთვის საჭიროა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების 2/3-ის მხარდაჭერა. სახელმწიფოებს ვეტოს უფლება არ აქვთ.
„38-ზე მეტმა სახელმწიფომ უკვე გამოხატა პოლიტიკური მხარდაჭერა ტრიბუნალის შექმნის თაობაზე, მათ შრის ევროკავშირმა“, – განუცხადა Euronews-ს ევროსაბჭოს სპიკერმა.
წყარო: euronews georgia

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლაცაბიძე: რუსთავისთვის წყალმომარაგება და წყალანირების სისტემების მოწესრიგება ისევ ერთ-ერთ გამოწვევად რჩება, თუმცა ხუთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი, მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელდა ამ მიმართულებით

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – ჩვენ რასაც ვუყურებთ, თვის ბოლოს ან აგვისტოს შუაში დასრულდება პროცესები – სტრასბურგში ეს საქმე აუცილებლად წავა, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, არავისთან მიმართებაში