თოკო საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო – “ვირტუსი” “ვალენსიასთან” დამარცხდა [VIDEO]

ისე დაემთხვა, მიმდინარე კვირაში თორნიკე შენგელიას ვირტუსს ევროლიგის 2 ტურის თამაშმა მოუწია. შინ, ბერძნული ოლიმპიაკოსის დამარცხების შემდეგ ბოლონიელებს ეპანურ ვალენსიასთან, სტუმრად მოუწიათ თამაშმა და შენგელიას გუნდი 71:79 დამარცხდა. ქართველი კალათბურთელი თავის გუნდში საუკეთესო იყო
ვირტუსი პირველი ტაიმის შემდეგ 10 ქულით იგებდა (47:37), თუმცა ბოლონიელებმა მესამე პერიოდი საშინლად ჩაატარეს 16 ქულით წააგეს (7:23) და ვალენსიამ ბოლო მეოთხედის წინ დიდი უპირატესობა მიიღო.
ესპანურმა გუნდმა ბოლო მეოთხედშიც გაიმარჯვა და ევროლიგის მიმდინარე სეზონში მე-9 გამარჯვება იზეიმა. თორნიკემ პარკეტზე 31:56 წუთი გაატარა, რა დროშიც 15
ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი დააგროვა. შენგელიამ 8-დან 4 ორქულიანი, 4-დან ერთი სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
შენგელიას გუნდი ევროლიგის მიმდინარე სეზონში 11 მოგებითა და 5 მარცხით მეორე ადგილზეა. ვირტუს ბოლონია პირველ წრეს პარტიზანთან საგარეო მატჩით დაასრულებს. შეხვედრა 28 დეკემებრს გაიმართება.
GBF

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში