გარემოსდაცვითი ზედამხედველობის სამსახურმა მტაცებელი ფრინველების უკანონო ექსპორტის მცდელობის ფაქტი აღკვეთა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საერთაშორისო კონვენციით დაცული მტაცებელი ფრინველების საქართველოდან უკანონოდ გაყვანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.
უკანონო ექსპორტის მცდელობის ფაქტი აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქ ბათუმში, გონიოს მიმდებარედ გამოავლინეს.
მოქალაქე 9 მტაცებელი ფრინველის – გავაზებისა და სონღულების ტრანსპორტირებას ავტოსატრანსპორტო საშუალების საბარგულში განთავსებული სპეციალურად გაკეთებული ხის ყუთებით ცდილობდა. სამართალდარღვევა თითო ერთეულ ფრინველზე 4000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ტურიზმის მსოფლიო დღის თემატიკაა ტურიზმი და მშვიდობა, სამშვიდობო პოლიტიკა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, რაც აფხაზებსა და ოსებთან შერიგების, ქვეყნის გაერთიანების უალტერნატივო პირობაა – ირაკლი კობახიძე