ნინო ზაუტაშვილი: არაფერი დამთავრებულა. პირიქით, ახლა იწყება. ასმაგად თავისუფალი ვარ… ჩემი ღირსების დასაცავად, სასმართლოში ვიდავებ

“არაფერი დამთავრებულა. პირიქით, ახლა იწყება. ასმაგად თავისუფალი ვარ, ასმაგად დიდ ყურადღებას დაგითმობთ. სიტყვებს ვერ ვპოულობ, როგორ გადაგიხადოთ მადლობა. ჩემი ღირსების დასაცავად, სასმართლოში ვიდავებ.
100 წლის მერეც რომ იყოს,უსათუოდ მოვიგებ, ცამდე მართალი ვარ და იმიტომ.
ჩემო ძვირფასო ადამიანებო, მიყვარხართ და მადლობა. მიგულეთ თქვენს გვერდით. თავისუფალ სიტყვას ვერავინ დაიჭერს,” – წერს ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, ნინო ზაუტაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გაათავისუფლეს.

ინფორმაციას ზაუტაშვილის კომენტართან ერთად, “საზოგადოებრივი მაუწყებლის მცველები” სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“40 წელი ვიმუშავე საზოგადოებრივ მაუწყებელში, ზუსტად 2 წუთის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა თინათინ ბერძენიშვილმა, ელენე მიხაილოვმა და თამარ შუბლაძემ მითხრეს, რომ ჩვენი თანამშრომლობის რესურსი ამოიწურა და სამწუხაროდ უნდა გაგიშვათო, რა თქმა უნდა ეს საქმე წავა სასამართლოში”,- ამბობს ნინო ზაუტაშვილი

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი