ანწუხელიძე უკვდავია! – 12 აპრილს, 15:00 საათზე, პარლამენტის უკან აქცია დაანონსდა

ანწუხელიძე უკვდავია! – 12 აპრილს, 15:00 საათზე, პარლამენტის უკან აქცია დაანონსდა
“ყოველგვარ ზღვარს ცდება ქართული ოცნების წარმომადგენლების ნარატავი აგვისტოს გმირებთან და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასთან მიმართებაში. ოკუპანტია და ამას ვერცერთი ტერმინით ვერ გადაფარავენ. უფლებას აძლევს საკუთარ თავს, რომ გიორგი ანწუხელიძე, ადამიანი, რომელმაც თავგანწირვის ფასად არ გადაუხვია სამშობლოს სიყვარულს და სიცოცხლის ბოლო წამამდე ებრძოდა მტერს, უაზროდ გაწირულად მოიხსენიოს.
თუ ღირსება ოდნავ მაინც შეგვრჩა და გვადარდებს ჩვენი ქვეყნის არამხოლოდ მომავალი, არამედ წარსულიც.
და თუ რეჟიმის შიშმა იმდენად არ გაგვტეხა, რომ ჩვენი გმირების სახელი უთავმოყვარეო ჯალათებს არ გავათელინოთ, ხვალ 15:00-ზე გელოდებით პარლამენტის უკან.
გიორგი ანწუხელიძე რუსებს მარტო დარჩენილიც ებრძოდა, მათ ვერ მოიპოვეს გმირის მორჩილება და ვერაფრით მიაყენებინეს შეურაცხყოფა საქართველოს სიმბოლოსთვის, ქართული დროშისთვის.
ჩვენ ავიტანთ ამ ხსოვნის შეურაცხყოფას?
ნიჰილიზმი და შიში ამასაც აგვატანინებს?
ერის ღირსება ყველაზე ძვირფასია, გამოდი!” – წერენ აქციის ორგანიზატორები.

ასევე დაგაინტერესებთ

ელისო ჯარიაშვილი: ეს არაა საკმარისი, ნაწამებია 300-400 ადამიანი, ყველა მოძალადე და ხელის დამფარებელი უნდა დაისაჯოს! ჩვენმა აქტიურობამ მიახვედრა სისტემა, რომ დაფარული დიდხანს ვეღარ დარჩებოდა დამნაშავის ვინაობა

გიორგი მელაშვილი: გიორგობა დღეს, ამ სურათზე დიდი ბოროტება უბრალოდ წარმოუდგენელია. სტუდენტების დაკავება, საკუთარი უნივერსიტეტის წინ, საკუთარი მეგობრების თვალწინ, ტროტუარზე დგომისა და სამშობლოს სიყვარულისთვის