„ვქმნით ღირებულებებს, რომლებიც გრძელვადიან მიზნებს ემსახურება“ – გაიცანი Upgaming-ის გაყიდვების ხელმძღვანელი

ნინი უშვერიძე
გაყიდვების ხელმძღვანელი
კარიერული გზა – 8 წელია, რაც გაყიდვების სფეროშია, ამჟამად საერთაშორისო კომპანია Upgaming-ის გაყიდვების ხელმძღვანელია
გამოწვევები – ყოველდღიურად სხვადასხვა სტილისა და სურვილების მქონე ადამიანებთან კომუნიკაცია და მათთან საერთო ენის გამონახვა
თვისება – ადამიანებთან ურთიერთობის ადვილად დამყარება
სჯერა – რომ გულწრფელი კომუნიკაცია ყველაზე მნიშვნელოვანია
სამუშაო ადგილი – პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი საერთაშორისო კომპანია Upgaming
სამსახურში მოსწონს – საკუთარი და კომპანიის ღირებულებების თანხვედრა
Upgaming-ი წარმოგიდგენთ ვიდეოების სერიას, რომელიც კამპანია „Upრინდის“ ფარგლებში შეიქმნა. ვიდეოსერია კომპანიის გუნდის წევრების ისტორიებს აერთიანებს, გვაცნობს მათ სამუშაო პროცესში და გვიყვება მათ ხედვებზე, ინტერესებსა და მისწრაფებებზე.
Upgaming-ი პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე და წარმოდგენილია 5 ქვეყანაში: საქართველოში, შვეიცარიაში, გერმანიაში, მალტასა და ბულგარეთში.

ასევე დაგაინტერესებთ

ტურიზმის მსოფლიო დღის თემატიკაა ტურიზმი და მშვიდობა, სამშვიდობო პოლიტიკა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, რაც აფხაზებსა და ოსებთან შერიგების, ქვეყნის გაერთიანების უალტერნატივო პირობაა – ირაკლი კობახიძე