წულუკიანი ანწუხელიძეზე საუბრისას: „ყველა ბავშვს სჭირდება მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“

„ყველა ბავშვს ჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა მას შემდეგ, რაც 2008 წლის ომში მოკლული ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე ახსენა. მას ამ ნათქვამის გამო მწვავედ აკრიტიკებენ.
თეა წულუკიანმა, – რომელიც პარლამენტში „ქართული ოცნების“ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიას ხელმძღვანელობს, – 11 აპრილს სატელევიზიო ინტერვიუში კომისიის მიზნებზე ისაუბრა და თქვა:
„ჩვენი [კომისიის] მიზანია იმ პოლიტიკური თანამდებობის პირების… გადაწყვეტილებების შესწავლა და შეფასება. რატომ მოხდა ის, რაც მოხდა. მარტივ ენაზე რომ თქვა, რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? მე მაქვს ჩემს თანამებრძოლებთან ერთად უფლება, დავსვა ეს კითხვა. ვინ ამიკრძალავს ამ კითხვის დასმას?! ვერავინ“.
„ამ კითხვას ვსვამთ. ყველა ბავშვს ჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“, – განაცხადა ამის შემდეგ თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი ახრის გადაცემაში, „აქტუალური თემა“.
„ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ“, – დასძინა მან.
მანამდე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა:
„ანწუხელიძის, გმირის გვარს რომ ლაჩრები არიან დღეს ამოფარებულები და უპასუხისმგებლო მავნებლები. აი, იმ ანწუხელიძის ღირსება ჩვენ დავიცავით სტრასბურგში და სტრასბურგის განაჩენში „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალისხმევით ჩაიწერა, რომ ანწუხელიძე ოკუპანტმა ძალებმა აწამეს და მოკლეს სეპარატისტებთან ერთად“.
· საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი, 23 წლის გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში რუსმა და ოსმა სამხედროებმა ცხინვალში წამებით მოკლეს.
· გიორგი ანწუხელიძის ცხედრის გადმოსვენება 2008 წლის ნოემბერში მოხერხდა.
· მისი წამების ამსახველი ვიდეოკადრები ინტერნეტში 2009 წელს გავრცელდა.
· სიკვდილის შემდეგ გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
· 2024 წლის 18 აგვისტოს, – როდესაც ის 40 წლის გახდებოდა, – თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე მისი მემორიალური სვეტი გაიხსნა.
თეა წულუკიანმა ასევე თქვა, რომ „ავიწყდებათ“, რომ ანწუხელიძე მარტო არ ყოფილა: „იქ იყო კახაბერ ხუბულური, უშანგი სოფრომაძე… მათი ღირსება სამართლებრივად ჩვენ დავიცავით ს წინააღმდეგ“.
თეა წულუკიანმა თქვა ისიც, რომ ფიქრობს, გენერალ ზაზა გოგავას, – რომელიც 27 მარტს გამოიკითხა კომისიის სხდომაზე, – დაავალეს, არ გამოეყვანა კონფლიქტის ზონიდან სამოქალაქო პირები:
„რადგან სააკაშვილის მიზანი არ უნდა ყოფილიყო მშვიდობიანი მოსახლეობის გამოყვანა იმიტომ, რომ შემდეგ ლამაზად უნდა დამდგარიყო ტრიბუნასთან და ეთქვა „შეხედეთ ხალხო, მსოფლიოვ, შეხედეთ, რუსეთი რა ბოროტია“, თითქოს გვჭირდება ჩვენ ვინმეს ამის ახსნა, ვინ არის რუსეთი“, – განაცხადა მან 11 აპრილს.
ს ამ ნათქვამს უკვე მოჰყვა საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპონენტების მწვავე გამოხმაურებები.
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა მის ამ განცხადებას „სამშობლოს, ხალხის ღალატი“ უწოდა, „ქართულ ოცნებას“ კი – „საოკუპაციო, მტრული, ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმი საქართველოში“.
„ბედავს და სულში აფურთხებს გმირებს, მათ ოჯახებს, ჯარს, არმიას, თითოეულ ჩვენგანს!.. ამაზე მეტი რაღა უნდა იმოქმედონ და თქვან?! იწვევენ ადამიანებს და ზომავენ კიდევ რამდენს „ჩაყლაპავს“, შეირჩენს ქართველი“, – წერს ხაბეიშვილი.
27 მარტს კომისია გენერალ ზაზა გოგავას 4 საათის განმავლობაში უსმენდა, აგვისტოს ომის დღეებში შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსს, რომელიც ომის პირობებში, რანგით მეორე პირი იყო – უმაღლესი მთავარსარდლის შემდეგ. მისი მონათხრობი ომის დაწყებისა და მიმდინარეობის შესახებ ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების“ ხედვებს.
თეა წულუკიანმა გოგავას გამოკითხვისას მიანიშნა ისიც, რომ ფიქრობს, სა თუ სხვა პოლიტიკოსების „მოქმედებების უკან“ სხვა, „გარეშე ძალებიც“ ეგულება: „მე იმისიც არ მჯერა, რომ ეს პოლიტიკოსები მარტო იყვნენ და მარტო იღებდნენ გადაწყვეტილებებს“.
ფორუმი