გლდანის რაიონს კიდევ ორი ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატა

გლდანის რაიონს კიდევ ორი ახალი სკვერი შეემატა. გლდანულასა და მუხიანში გამგეობამ მოსასვენებელი რეკრეაციული სივრცეების სრული რეაბილიტაცია დაასრულა.
მუხიანში სამუშაოები 4 350 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ჩატარდა და 555 091 ლარი დაიხარჯა, ხოლო გლდანულაში 2 000-ს კვადრატულ მეტრამდე ფართობზე სკვერის მოწყობისთვის 381 941 ლარი გამოიყო.
ტერიტორიებზე განთავსდა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. გლდანულას სკვერში მოეწყო გარე გამოყენების ტენისის მაგიდა. მუხიანში კი – ფიტნეს სივრცე.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცებმა“ თავიანთ უფროსებთან გაიარეს კონსულტაციები და მიიღეს დავალება, რომ გვიჩივიან, თუმცა, ისინი და მათი პატრონები უნდა დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც მალე გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში

რადიკალების ე.წ ექსპერტების მხრიდან პრემიერ- მინისტრის და სამთავრობო გუნდის ჩინეთში წარმატებული ვიზიტის სრული იგნორირება ხდებოდა და შესაძლოა ამ შემთხვევაშიც დაენახათ საქართველოს „ჩინეთიზაციის“ რაღაც არმაგედონული სცენარი