საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს და ევროკავშირში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელს უწყებრივი ჯილდო გადაეცათ

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს და ევროკავშირში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელს – სულხან-საბა ორბელიანის სახელობის საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყებრივი ჯილდო გადაეცათ.
ჯილდოები მათ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გადასცა. მინისტრმა თანამშრომლებს პროფესიული დღეც მიულოცა და კიდევ ერთხელ ისაუბრა კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობაზე.
ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდა დიპლომატებს საკვალიფიკაციო სერტიფიკატები გადაეცათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი