კრემლში აცხადებენ, რომ პუტინი ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს ხვდება

საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტის” ცნობით, ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა განაცხადა.
“ჩვეულებრივი, საქმიანი. ეს არის სამუშაო შეხვედრა. საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა, ფაქტობრივად, ისევე როგორც წინა შეხვედრები”, – უპასუხა კრემლის წარმომადგენელმა მხარეებს შორის მოლაპარაკებების დაწყების კომენტირებისას. დახურულ კარს მიღმა საუბარი 2 საათზე მეტხანს გრძელდება.
პესკოვმა დასძინა, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ პუტინმა შესაძლოა, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართოს.

მოლაპარაკებები სტივ უიტკოფსა და ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის პეტერბურგში, პრეზიდენტის ბიბლიოთეკის შენობაში მიმდინარეობს.
სტივ უიტკოფის თვითმფრინავი დღეს დილით დაეშვა სანქტ-პეტერბურგის აეროპორტში.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის” ცნობით, დღევანდელ ბრიფინგზე კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა განაცხადა, რომ 11 აპრილს პუტინი სანქტ-პეტერბურგში „მუშაობს“.

ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთში გაემგზავრა და პრეზიდენტ პუტინს შეხვდება, პირველმა გაავრცელა ამერიკულმა გამოცემა Axios-მა.
ფორუმი