უკრაინა: ოკუპანტების მიერ გაშვებული 28 დრონიდან 24 ჩამოვაგდეთ

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა 22 დეკემბრის ღამეს უკრაინის მიმართულებით 28 დრონი გაუშვეს, რომლიდანაც 24 საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურა.
“ღამით რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ მიიტანეს იერიში ზე, გამოყენებულ იქნა შაჰედის ტიპის 28 დრონი. საჰაერო ძალების მიერ განადგურებულია 24 უპილოტო საფრენი აპარატი”. – წერია უკრაინის შეიარაღებული ძალების ანგარიშში.
დრონები გაშვებული იყო ს პრიმორსკო-ახტარსკის და კურსკის ოლქებიდან, ასევე ოკუპირებული დან. ერთ-ერთი დრონი კიევში, საცხოვრებელ სახლს დაეჯახა, არიან დაშავებულები.
რუსეთი უკრაინას არტილერიითა და ავიაციით ყოველდღიურად ბომბავს.