Axios: ტრამპმა პუტინს კონკრეტული ვადა განუსაზღვრა – დეტალები

გამოცემა Axios-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ს ლიდერს, ვლადიმერ პუტინს კონკრეტული ვადები მისცა.
გამოცემის რამდენიმე წყაროს თქმით, ტრამპმა პუტინს გადაწყვეტილების მისაღებად ვადა აპრილის ბოლომდე მისცა.
Axios-ი წერს, რომ ტრამპი პუტინის ყოყმანით უკმაყოფილოა და იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებები ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში შედეგის მომტანი არ აღმოჩნდა. წყარო ამბობს, რომ ტრამპს პუტინის განცხადებები “აბრაზებს”.
როგორც Axios-ი წერს, თუ ტრამპის მიერ დაწესებულ ვადამდე ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება არ იქნება მიღწეული, ამერიკის პრეზიდენტი რუსეთს ან დამატებით სანქციებს დაუწესებს და კონგრესს ახალი სასანქციო პაკეტის მიღების მოთხოვნით მიმართავს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტი დღეს აშშ-ის ლიდერის სპეციალურ წარმომადგენელს სტივენ უიტკოფს შეხვდება. უიტკოფი რუსეთში დღეს ჩავიდა.