ФСБ-ს ყოფილი პოლკოვნიკი, გენადი გუდკოვი: …ახლა კი ივანიშვილს აქვს ვალდებულება

ФСБ-ს ყოფილი პოლკოვნიკი, გენადი გუდკოვი Euroscopenews-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ივანიშვილსა და პუტინს შორის შეთანხმება არსებობდა, რომლის პირობებიც პუტინმა შეასრულა, ახლა კი ივანიშვილს აქვს ვალდებულება.
💬 “ვხვდები რატომ არის ქართული ოცნების მხრიდან პუტინზე მიჯაჭვულობა, როგორც რუსი ოლიგარქები მიყვებიან, რომლებიც ივანიშვილს კარგად იცნობენ, იყო შეთანხმება პუტინსა და ივანიშვილს შორის. რომ პუტინი ივანიშვილს ძალაუფლებაში მოსვლაში და რუსეთში არსებული მრავალმილიარდიანი პირადი აქტივების გატანაში ხელს არ შეუშლიდა. პუტინმა თავისი პირობა შეასრულა. და რა თქმა უნდა, ივანიშვილის მხრიდან არსებობს უსერიოზულეს მორალური ვალდებულება. ეს არის ჭორი, რომელიც ძალიან ბევრჯერ მომისმენია ჩემი ნაცნობი სხვადასხვა რუსი ოლიგარქისგან.“ | აღნიშნა გუდკოვმა.
🔻 ამასთან როგორც გუდკოვი თამარ ნუცუბიძესთან ინტერვიუში ამბობს, მას მაღალჩინოსნებისგან მოუსმენია იმის შესახებ, რომ ივანიშვილის მმართველობის საქართველოში ФСБ-ს მაღალი რანგის ოფიცრები მუდმივად იმყოფებიან
💬 “მეორე ჭორს კიდევ უარესია. მაღალი თანამდებობის ადამიანებისგან მომისმენია, რომ ივანიშვილის მმართველობის საქართველოში ФСБ-ს მაღალი რანგის ოფიცრები მუდმივად იმყოფებიან. როგორც მითხრეს, ისინი ყალბი დოკუმენტებით კვეთენ საზღვარს, გარკვეული დრო ჩერდებიან და ბრუნდებიან, მერე მოდის შემდეგი ცვლა. როგორც ჩანს ისინი რაღაცნაირად აკონტროლებენ, თანამშრომლობენ საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან და რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ინარჩუნებს დემოკრატიის საწყისებს, და ყველაფერი ჯერ არ არის დაკარგული, ვხედავთ, რომ საქართველო სერიოზულად იწყებს პუტინის გზით მოძრაობას. უცხოეთის გავლენის აგენტების კანონი გადახატულია რუსული კანონიდან, და არა მხოლოდ ეს კანონი, ვხედავთ მოქმედებათა ასლს, რომელიც პუტინის მიერ ს დამონების სცენარს იმეორებს და ამას ვხედავ ძალიან ნათლად” | განაცხადა გენადი გუდკოვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გური მირცხულავასა და ჯანო არჩაიას ადვოკატი – პროკურატურამ იკადრა და ამოჭრა მონაკვეთი, სადაც პოლიციელები საგნებს ისვრიან მომიტინგეების მისამართით – ექსპერტმა სახეზე შეახმო პროკურატურასა და საჯარო თანამდებობის პირებს მათ მიერ გაკეთებული განცხადებები

გიორგი ახობაძე – შესაძლოა, ამათ ჩემთან საუბრის შემდეგ საქმის „შეკერვა“ უფრო დახვეწეს, ამიტომ თუ აქ იგივე ბრალდებით მოვხვდები, მეტი ჭიდაობა მოგვიწევს – უკეთესად შეეძლოთ! იჩქარეს, ალბათ სჭირდებოდათ ეფექტის შექმნა, რომ ხალხს მასიურად იჭერდნენ