საპენსიო სააგენტოს აქტივებმა 6.5 მილიარდ ლარს, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.55 მილიარდ ლარს მიაღწია

2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 6.5 მილიარდ ლარს, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.55 მილიარდ ლარს მიაღწია. ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.
2023 წლის 6 აგვისტოდან 2025 წლის 31 მარტის ჩათვლით დინამიკური პორტფელის რეალურმა გაწლიურებულმა ამონაგებმა 8.5% შეადგინა, ამავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების რეალური გაწლიურებული ამონაგები შესაბამისად 8.2% და 7.6% იყო.
აღნიშნულ პორტფელებს შორის მთავარი სხვაობა გლობალური აქციების პროპორციაა. მარტის ბოლოს მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი 49.4%, დაბალანსებულში 30.8%, ხოლო კონსერვატიულში 16.3% იყო.
გარდა ამისა, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 604 ათასი ადამიანია. 2025 წლის 31 მარტის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 17,942-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 74.9 მლნ ლარი.
საპენსიო აქტივების ღირებულება, კი შეადგენს 6.5 მლრდ ლარს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.55 მლრდ ლარს გადააჭარბა.