10 გვერდი, რომელიც FB-ზე პოლიტიკურ რეკლამაში ყველაზე მეტს ხარჯავს

ქართულ „ფეისბუქ-გვერდებს“ შორის პოლიტიკურ რეკლამაში გადახდილი თანხით ლიდერობს.
Meta-ს სარეკლამო ბიბლიოთეკის მონაცემების თანახმად, ბოლო სამ თვეში კობახიძის გვერდმა Facebook-ში რეკლამაზე 40 082 დოლარი დახარჯა. მეორე ადგილზე 35 455 აშშ დოლარით პარტია „ქართული ოცნებაა“.
ცალკე 21 357 აშშ დოლარი დახარჯა რეკლამაზე საქართველოს მთავრობის გვერდმა, 14 451 აშშ დოლარი — შალვა პაპუაშვილმა.
შვიდეულში შედის სახელისუფლებო „პოსტივის“ სამი გვერდიც.
Facebook-ის რეკლამის ბიბლიოთეკაში პოლიტიკური რეკლამის დანახარჯების მიხედვით ტოპ-7 გვერდის დანახარჯები თავდაპირველად დეზინფორმაციის მკვლევარმა ნინო რიჟამაძემ გამოაქვეყნა.
„მხოლოდ 7-მა გვერდმა დახარჯა, ჯამში, $169,500. სხვა სატელიტების დანახარჯები კიდევ დამატებით 20 000$-მდეა. ასეა, „ქართული ოცნება“, რომელიც ხალხს პირისპირ ვერ ელაპარაკება, „ფეისბუქზე“ ყველა კუთხეში ჩასაფრებულია. თან ბლოკავენ ყველა განსხვავებულ კომენტარს და აზრს, რომ სრულად მათი კაკოფონია ისმოდეს. როცა უიმედობა და ბრაზი შემოგვიტევს, მგონი, უნდა გვახსოვდეს, რომ ეგ უიმედობა რეკლამის და ქოცური მარკეტინგის პროდუქტია“, — წერს რიჟამაძე.
სარეკლამო ხარჯების ათეულში მხოლოდ 2 გვერდია, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ არ არის დაკავშირებული. ესენია: — 11 378 აშშ დოლარის სარეკლამო დანახარჯით და Protest 24 (10 082 აშშ დოლარი).

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას

გურამ მაჭარაშვილი – თუ ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, „ვაია“, რადგან უარესად დამარცხდებიან, ვიდრე შარშან, ხოლო თუ არ მიიღებენ, „ვუია“, რადგან პოლიტიკური ველიდან გაქრებიან