ვინც დასახმარებლად მოვიდა, ვისაც შეეძლო, ხანძრისთვის უბრალოდ წყალი მიესხა, სანამ სახლი ბოლომდე არ დაიწვა, ეზოშიც კი არ შეუშვეს – ამ დროს ბაბუაჩემი, ცოცხალი, დაჭრილი ადამიანი, სახლში იწვოდა, რაც შესანიშნავად იცოდნენ ამ სპეცოპერაციის დამკვეთებმაც

ვინც დასახმარებლად მოვიდა, ვისაც შეეძლო, ხანძრისთვის უბრალოდ წყალი მიესხა, სანამ სახლი ბოლომდე არ დაიწვა, ეზოშიც კი არ შეუშვეს – ამ დროს ბაბუაჩემი, ცოცხალი, დაჭრილი ადამიანი, სახლში იწვოდა, რაც შესანიშნავად იცოდნენ ამ სპეცოპერაციის დამკვეთებმაც
“ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებულმა გიორგი აფრასიძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, მის ოჯახში 2004 წლის 24 მარტს ჩატარებული ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია გაიხსენა, როდესაც ის 12 წლის იყო და აღნიშნა, რომ სანამ სახლი ბოლომდე არ დაიწვა, დასახმარებლად მოსული არც ერთი ადამიანი ეზოში არ შეუშვეს. მისი განცხადებით, ამ დროს, მისი ბაბუა, ევგენი აფრასიძე, რომელიც დაჭრილი იყო, ცეცხლმოკიდებულ სახლში ცოცხლად დაიწვა, რაც ამ სპეცოპერაციის დამკვეთებმაც კარგად იცოდნენ.
“არამარტო მეზობლები, მთელი სოფლის მოსახლეობა და სოფელთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობა, მთელი სვანეთი იქ იყო იმ დღეს. არც ერთი ადამიანი, ვინც დასახმარებლად მოვიდა, ვისაც შეეძლო, უბრალოდ ხანძრისთვის წყალი მიესხა, იმ დღეს, სანამ სახლი ბოლომდე არ დაიწვა, სახლში, ეზოშიც კი არ შეუშვეს. ამ დროს ბაბუაჩემი, ცოცხალი დაჭრილი ადამიანი, სახლში იწვოდა, რაც შესანიშნავად იცოდნენ იმ სპეცრაზმელებმაც და ამ სპეცოპერაციის დამკვეთებმაც. არამხოლოდ თვითონ არ შეეცადნენ შველას, არამედ, სხვებსაც – მეზობლებს არ მისცეს საშუალება, ადამიანი ცეცხლმოკიდებული სახლიდან გამოეყვანათ.” – განაცხადა გიორგი აფრასიძემ.
Next: ფრასიძეებთან დაკავშირებით, სახელმწიფომ არა დაკავების სპეცოპერაცია, არამედ სადამსჯელო ღონისძიება განახორციელა

ასევე დაგაინტერესებთ

შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობასთან დაკავშირებით – განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ შუა დერეფნის მზარდ გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე

ბაჩიაშვილის არცერთმა უკანონო ქმედებამ არ გაამართლა და ახლა დარჩათ ბოლო გზა, რა მარტივი ყოფილა ამ ეპოქაში დიდი ფულის მოპარვა და შემდეგ მისი ,,დაკრიშვა” – ვინც გენდობა გადააგდე, იპოვე ჯინ შაჰინისნაირი ყველაფერზე წამსვლელი და ეგაა, გმირიც გამომცხვარია

ქალბატონმა შაჰინმა სხვისი ქონების მიმთვისებელი, ფულის გამთეთრებელი და საზღვრის უკანონო დამრღვევი გიორგი ბაჩიაშვილის დაკავება და პასუხისგებაში მიცემა ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლად შერაცხა. გიორგი ბაჩიაშვილის ხსნება ჯინ შაჰინისგან კი იმას ნიშნავს, რომ ბაჩიაშვილი მათი აგენტია