მიმდინარეობს ოპტიმალური ვერსიების შემუშავება სიტუაციის სტაბილიზაციის მიმართულებით – თემურ ხონელია „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ საქმეზე

მიმდინარეობს ოპტიმალური ვერსიების შემუშავება სიტუაციის სტაბილიზაციის მიმართულებით – თემურ ხონელია „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ საქმეზე
„კომპანიას აქვს სოციალური პასუხისმგებლობა ჭიათურელების მიმართ და ეს პასუხისმგებლობა მდგომარეობს იმაში, რომ წლებია კომპანია ამუშავებს ზარალიან კომპანიას“- ამის შესახებ კომპანია „CMC”-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თემურ ხონელიამ „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ სახელმწიფოსა და პროფკავშირებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. როგორც თემურ ხონელიამ აღნიშნა, წლებია კომპანიას ამუშავებს იმის მიუხედავად, რომ ათეულობით მილიონიან ზარალზე არის საუბარი. „საუბარი არ არის 1 და 2 მილიონ ზარალზე, არამედ ათეულობით მილიონ ზარალზე.
ამ პირობებში, შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე, არ მიგვაჩნია სწორად, რომ კომპანიას მეტი წნეხი ჰქონდეს შექმნილ სიტუაციაში და გამოსავალზე არ ვფიქრობდეთ. ეს საკითხი უფრო მეტად მორალურია, ვიდრე სამართლებრივი და შესაბამისად მიგვაჩნია, სწორი მიდგომების განვითარება. მნიშვნელოვანი არის, რომ ჩიხური სიტუაცია იქნას სწორად გაანალიზებული იმ მიდგომებიდან გამომდინარე, რომელსაც კომპანია წლების განმავლობაში ავითარებდა ჭიათურის მიმართულებით. კომისიის ფარგლებში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მთელი რიგი განცხადებებიც გააკეთა და მიმდინარეობს ოპტიმალური ვერსიების შემუშავება სიტუაციის გაჯანსაღების და სტაბილიზაციის მიმართულებით“.-განაცხადა თემურ ხონელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

დაძაბულობის მუხტის შემოსატანად ბევრი ზარი ხორციელდება, რომ თითქოს სადღაც ბომბია განთავსებული. მოსაზრებაც მაქვს და გარკვეული ინფორმაციაც, რომ ერთ-ერთი იმ ქვეყნიდან, საიდანაც „ჰექსოგენიც“ გამოგვიგზავნეს

ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ის გლობალური პოლიტიკური რეჟიმი არ დამარცხდება, ვინც საქართველოში ეს მახრჩობელა სურო დაგვითესა. თაობები იცვლება, უცვლელი კი უნდა დარჩეს “ქართული სახელმწიფოს” იდეა