„ლელო-ძლიერი საქართველო“ – დეზინფორმაცია და ცილისწამებაა, თითქოს, მამუკა ხაზარაძემ 9 აპრილს მოსკოვში პარტიის წარმომადგენელი მიავლინა, რომელიც იქ კონფიდენციალურ შეხვედრებს მართავს

“ლელო-ძლიერი საქართველოს” განცხადებით, პარტიის წევრი თამარ რომელაშვილი მოსკოვში, ოჯახის წევრის დაკრძალვაზე იმყოფება. შესაბამისად, ცილისწამება და ამორალურია გავრცელებული ინფორმაცია, რომ თამარ რომელაშვილი მოსკოვში თითქოს პარტიის თავმჯდომარე მ მიავლინა.
„ორი დღეა “ლელო-ძლიერი საქართველოს” მიმართ პროპაგანდისტული „რუსთავი 2“- ის ეთერით ვრცელდება დეზინფორმაცია და ცილისწამება, თითქოს, “მამუკა ხაზარაძემ 9 აპრილს მოსკოვში პარტიის წარმომადგენელი მიავლინა, რომელიც იქ კონფიდენციალურ შეხვედრებს მართავს”.
ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არის სიყალბე და მიზნად ისახავს “ლელო-ძლიერი საქართველოს” და მისი ლიდერის დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რასაც არ დავუშვებთ!
„ლელო-ძლიერი საქართველო“ დღიდან მისი დაარსებისა, ეფუძნება და ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ქვეყნის ევროპული ღირებულებების ყველაზე დიდი დამცველი და გამტარებელია!
ეს არის პარტია, რომელიც 5 წელია ხმამაღლა ამხელს „ქართული ოცნების“ რუსულ რეჟიმს და არალეგიტიმური მთავრობის კავშირს ოკუპანტ სახელმწიფოსთან, რაც საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია და შესაბამისად, პროპაგანდისტული მედიის მცდელობა, КГБ – ს მეთოდებით გასვაროს ყველაზე მყარი და მზარდი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა, უშედეგოა და არავინ დაიჯერებს!
რაც შეეხება პარტიის წევრს, თამარ რომელაშვილს, ის მოსკოვში, ოჯახის წევრის დაკრძალვაზე იმყოფება. როგორც ჩანს, მისი გადაადგილება საზღვარზე სპეცსამსახურის ყურადღების ქვეშ მოექცა, რომელმაც სავარაუდოდ ეს “სკანდალური” ინფორმაცია პირდაპირ პროპაგანდისტულ მედიას გაუგზავნა და მათაც მორიგი, ამორალური, ცილისმწამებლური სიუჟეტი გაავრცელეს კოალიციის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის დისკრედიტაციის მიზნით!
“ლელო-ძლიერი საქართველო” აღნიშნულ დეზინფორმაციაზე რეაგირებისთვის ეთიკის ქარტიას მიმართავს!“ – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას

გურამ მაჭარაშვილი – თუ ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, „ვაია“, რადგან უარესად დამარცხდებიან, ვიდრე შარშან, ხოლო თუ არ მიიღებენ, „ვუია“, რადგან პოლიტიკური ველიდან გაქრებიან