ორბანი ამბობს, რომ უკრაინას დახმარება ევროკავშირის ბიუჯეტიდან არ უნდა მისცენ

უნგრეთი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის დაფინანსება ს არ უნდა მიეწოდოს ევროკავშირის ბიუჯეტიდან და უნდა დაინიშნოს “გონივრული” ვადები უკრაინის ნებისმიერი დაფინანსებისთვის. განცხადება ხუთშაბათს უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა გააკეთა.
“დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის ბიუჯეტიდან უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს მიცემა ხუთი წლის განმავლობაში, ეს ცუდი გადაწყვეტილებაა”, – თქვა ორბანმა პრესკონფერენციაზე.
ევროკავშირის ლიდერებმა 14-15 დეკემბერს გამართულ სამიტზე ვერ გადალახეს უნგრეთის წინააღმდეგობა უკრაინისთვის დახმარების მიწოდებაზე. საკითხს სავარაუდოდ 1 თებევრლას განიხილავენ.
“მათ სურთ, ფული უკრაინას მიაწოდონ ევროკავშირის ბიუჯეტიდან, უნგრეთს სურს მისი გაცემა ევროკავშირის ბიუჯეტის გარეთ. მათ აქვთ შესაძლებლობა – თუ ჩვენ არ შევთანხმდებით ამაზე – გადაწყვიტონ ეს ბიუჯეტს გარეთ, მაგრამ არ აქვთ შესაძლებლობა გადაწყვიტონ ეს ევროკავშირის ბიუჯეტიდან უნგრეთის თანხმობის გარეშე. მათ აქვთ შესაძლებლობა, 26 წევრმა გადაჭრას ეს ერთობლივი სესხით ბიუჯეტის გარეთ”, – თქვა ორბანმა.