სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთმა აშშ-ს „აეროფლოტის“ სანქციების სიიდან ამოღების წინადადებით მიმართა

რუსეთმა -ს შესთავაზა, რომ „აეროფლოტი“ სანქციებიდან ამოიღონ, თუმცა პასუხი ჯერ არ მიუღია. პირდაპირი რეისების აღდგენა „აეროფლოტისთვის“ სანქციების მოხსნის შედეგი უნდა იყოს, – ამის შესახებ ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„ეს (საჰაერო მიმოსვლის აღდგენას) არ გამოიწვევს, არამედ უნდა იყოს „აეროფლოტისთვის“ სანქციების მოხსნის შედეგი. ასეთი წინადადება ერ-რიადში ერთ თვეზე მეტი ხნის წინ გამართულ შეხვედრამდე გავაკეთეთ. ამერიკელებმა ეს მიიღეს. ჯერჯერობით, ჩვენ არ გვინახავს რაიმე საპასუხო ნაბიჯი“, – განუცხადა მინისტრმა ჟურნალისტებს ყაზახეთში, დსთ-ს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის შემდეგ, როდესაც უპასუხა შეკითხვას, გამოიწვევს თუ არა საჰაერო მიმოსვლის აღდგენა „აეროფლოტის“ წინააღმდეგ სანქციების მოხსნას.
მან კომენტარი გააკეთა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის პატიმრების გაცვლის შესახებაც და განაცხადა, რომ ეს ხელს უწყობს ნდობის განმტკიცებას, თუმცა მის საბოლოოდ აღდგენას დიდი დრო დასჭირდება.
„გაცვლის იდეა ორივე მხრიდან ერთდროულად დაიბადა. დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერი ჰუმანიტარული ჟესტი, თუნდაც ორი ადამიანის ოჯახებთან გაერთიანებას ეხებოდეს, ყოველთვის დადებითია“, – განაცხადა ლავროვმა.
ამასთან, მისი თქმით, აშშ-ში, როგორც „დემოკრატებს“, ასევე „რესპუბლიკელებს“ შორის ბევრი ადამიანია, ვისაც მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დიალოგის განახლება არ სურს. ლავროვის მტკიცებით, მხარეებს შორის ნდობა ბაიდენის ადმინისტრაციამ შეარყია და გაანადგურა.
„ახლაც კი, აშშ-ში, როგორც „დემოკრატებს“, ასევე „რესპუბლიკელებს“ შორის, ბევრი ადამიანია, ვისაც არ სურს, რომ პრეზიდენტ ტრამპისა და მისი გუნდის ყურადღება რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ნორმალიზებასა და ნებისმიერ საკითხზე დიალოგის განახლებაზე იყოს ორიენტირებული“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.