ვიკა ბუკია: იმ ფოტოს ვერ დავდებ. სამაგიეროდ ამას დავდებ. ამ რეჟიმის მხარდამჭერი ხელისუფლება როგორ გავიკარეთ..?

“ჩეჩნეთში მოედანზე საჩვენებლად გამოიტანეს მოზარდის ცხედარი, რომელსაც ხელისუფლება პოლიციელებზე თავდასხმაში ადანაშაულებს. ფოტოც ვრცელდება: მოედანზე, კადიროვის დიდი ბანერის წინ პატარა ბიჭის ცხედარი ასვენია, ცხედართან პოლიციაა მობილიზებული, გაოგნებული ხალხი შესცქერის შორიდან, ხმას არავინ არ იღებს.
მე იმ ფოტოს ვერ დავდებ. სამაგიეროდ ამას დავდებ. ამ რეჟიმის მხარდამჭერი ხელისუფლება როგორ გავიკარეთ..?” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ვიკა ბუკია.
ცნობისათვის, ჩეჩნეთში, ქალაქ აჩხოი-მარტანის მოედანზე, გამოიტანეს 16 წლის მოზარდის ცხედარი – მოზარდს ჩეჩნეთის ხელისუფლება საპატრულო პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმაში ადანაშაულებს. “კავკაზ.რეალიის” ცნობით, თავდასხმა საგზაო პოლიციის პოსტზე 7 აპრილის საღამოს მოხდა. თავდამსხმელმა, გვარად ხუმაშევმა, ორი პოლიციელი დაჭრა, რომელთაგან ერთი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. თავდასხმაში ეჭვმიტანილი მოზარდი ადგილზე დახვრიტეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – ირაკლი კობახიძე ყოველ აგვისტოს აკეთებს გარკვეულ პროვოკაციული ტიპის განცხადებას რუსეთის თემასთან დაკავშირებით – ჩვენ ადრე ვთქვით, რომ რუსების უკონტროლო შემოშვება ცუდად დამთავრდება