პრაღის უნივერსიტეტზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა – თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია

პრაღის უნივერსიტეტზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა. ჩეხეთის რესპუბლიკაში 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. 25 დაჭრილიდან 10-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ლიკვიდირებული თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია, ის 24 წლის სტუდენტი იყო.
კარლის უნივერსიტეტის შენობაში კი თავდასხმის შემდეგ პოლიციამ იარაღის დიდი არსენალი აღმოაჩინა.
შემთხვევამდე, პოლიციამ მიიღო შეტყობინება, რომ ეჭვმიტანილი თავის მოკვლას აპირებდა. მალევე გარდაცვლილი იპოვეს მისი მამა. არსებობს ეჭვი, რომ მამაც სტუდენტის მოკლულია. მას, ასევე აკავშირებენ გასულ კვირას ახალგაზრდა მამაკაცისა და მისი 2 თვის ქალიშვილის მკვლელობასთან.
ჩეხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, მომხდარს კავშირი არ აქვს საერთაშორისო ტერორიზმთან. მათივე ინფორმაციით, მისი სოციალური ქსელის ანგარიშის შესწავლისას გამოვლინდა, რომ ის სავარაუდოდ შთაგონებული იყო შემოდგომაზე რუსეთში მომხარი ერთ-ერთი ტერაქტით.
ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელმა შემთხვევის შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაცებმა“ თავიანთ უფროსებთან გაიარეს კონსულტაციები და მიიღეს დავალება, რომ გვიჩივიან, თუმცა, ისინი და მათი პატრონები უნდა დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც მალე გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში

რადიკალების ე.წ ექსპერტების მხრიდან პრემიერ- მინისტრის და სამთავრობო გუნდის ჩინეთში წარმატებული ვიზიტის სრული იგნორირება ხდებოდა და შესაძლოა ამ შემთხვევაშიც დაენახათ საქართველოს „ჩინეთიზაციის“ რაღაც არმაგედონული სცენარი