ჩეხეთში, პრაღაში მომხდარი სროლის შედეგად 14 ადამიანის დაღუპვის გამო, გლოვის დღე გამოცხადდა

ჩეხეთის მთავრობამ, პრაღის უნივერსიტეტში მომხდარი თავდასხმის შედეგად 14 ადამიანის დაღუპვის გამო, 23 დეკემბერი გლოვის დღედ გამოაცხადა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შაბათს შუადღისას ქვეყნის მასშტაბით ზარები დაირეკება და დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ.
ღამით გამართული მთავრობის სხდომის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა, პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ სროლა საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებული არ არის.
შეგახსენებთ, 24 წლის ჩეხმა სტუდენტმა ხუთშაბათს ცეცხლსასროლი იარაღით საკუთარი მამა მოკლა, შემდეგ კი პრაღის უნივერსიტეტში სროლა მოაწყო, რის შედეგადაც 14 ადამიანი დაიღუპა და 25 – დაშავდა. დაღუპულია თავად თავდამსხმელიც. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, თავდამსხმელი ნასამართლევი არ ყოფილა და ის მარტო მოქმედებდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიტ რაკუსანმა განაცხადა, რომ სროლას საერთაშორისო ტერორიზმთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტის განცხადებაზე – დღეს რადიკალების აქციაა და ამ ჩავარდნილ აქციას რომ სული შეუბერონ, უქმე დღეს უნდათ სამსახურში გამოიყვანონ აგენტურა – სცენარიც ნაცნობია და შედეგიც: კიდევ უფრო მეტად ჩავარდნა

მამუკა მდინარაძე – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ, თურმე „ავტორიტარული მმართველობის“ ბრალია და კურსი უნდა შევცვალოთ – როგორც ჩანს, ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი არ ჭრის და დამატებითი ზომებია საჭირო