ბრიტანეთმა კაციტაძე და გაბიტაშვილი, შს მინისტრის და ხარებას მოადგილეები დაასანქცირა

დიდმა ბრიტანეთმა ქართული ოცნების კიდევ 4 მაღალჩინოსანს ფინანსური სანქციები დაუწესა. ისინი გაერთიანებული სამეფოს ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების ფარგლებში მოექცნენ.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სანქციების ეს პაკეტი მიმართულია იმ ქართველ მაღალჩინოსნებზე, რომლებიც ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე არიან პასუხისმგებელნი.
მათ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე არსებული ყველა სახის ქონება გაეყინებათ.
დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცირა:
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – შალვა ბედოიძე
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის (ზვიად ხარაზიშვილი – ხარება) მოადგილე – მირზა კეზევაძე
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი – კარლო კაციტაძე
გენერალური პროკურორი – გიორგი გაბიტაშვილი