პალესტინელთა უმეტესობა მხარს უჭერს “ჰამასის” გადაწყვეტილებას ისრაელთან ომის შესახებ – ადგილობრივი კვლევითი კომპანია

პოლიტიკისა და კვლევის პალესტინურმა ცენტრმა (PCPSR) გამოაქვეყნა ახალი კვლევის შედეგები, რომელიც, მიმდინარე ომის შესახებ, პალესტინელთა დამოკიდებულებას ასახავს.
როგორც CNN-ი წერს, კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა თითქმის 3/4 (72%) მიიჩნევს, რომ “ჰამასის” გადაწყვეტილება 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის შესახებ იყო “სწორი”. მეოთხედზე ნაკლები (22%) ამბობს, რომ აღნიშნული ქმედება “არასწორია”.
კვლევის ფარგლებში, პირისპირ ინტერვიუს გზით, 1200-ზე მეტი ზრდასრული პალესტინელი გამოიკითხა. კვლევის ცდომილების ზღვარი +/- 4%-ია.
ცნობისთვის, ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 20 000 პალესტინელია დაღუპული. გაეროს შეფასებით, ამ დრომდე, ათასობით ცხედარი ნანგრევების ქვეშაა. ღაზის ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ, 7 ოქტომბრიდან, ყოველდღიურად, დაახლოებით 300 პალესტინელი იღუპება (გამონაკლისია ცეცხლის შეწყვეტის 7 დღე).
ვიდრე ისრაელი ღაზის სექტორში ომის დასრულებას არ დათანხმდება, “ჰამასი” არცერთი მძევლის გათავისუფლებას აღარ გეგმავს. 20 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ისრაელი მზადაა, მძევლების გასათავისუფლებლად, “ჰამასთან” მეორე პაუზა გამოაცხადოს, თუმცა ნეთანიაჰუს მთავრობა კატეგორიულ უარს ამბობს ომის დასრულებაზე, ვიდრე ისრაელი “მთავარ მიზანს არ მიაღწევს” და “ჰამასს” არ გაანადგურებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული