ჩრდილოეთ ღაზაში არცერთი საავადმყოფო აღარ მუშაობს – ჯანმო

“კატასტროფულს მიღმა” – ასე აღწერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩრდილოეთ ღაზაში არსებულ ვითარებას. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პაციენტებს, არათუ სამედიცინო მომსახურებაზე, არამედ საკვებსა და წყალზეც კი არ აქვთ წვდომა.
“საწვავის, პერსონალისა და მარაგების ნაკლებობის გამო, ჩრდილოეთ ღაზა ფუნქციონალური საავადმყოფოს გარეშე დარჩა, რადგან სამედიცინო დაწესებულებები ს სამიზნეა“, – წერს Al Jazeera ჯანმო-ზე დაყრდნობით.
ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, ჩრდილოეთ ღაზას ჯანმოს მისია სტუმრობდა.
“ჩვენს თანამშრომლებს სიტყვები არ ჰყოფნით იმ სიტუაციის აღსაწერად, რომელიც კატასტროფულს მიღმაა და რომლის პირისპირაც პაციენტები და ჯანდაცვის მუშაკები არიან. ჩრდილოეთში, რეალურად, ფუნქციონალური საავადმყოფოები დარჩენილი არ არის”, – ამბობს ჯანმოს წარმომადგენელი რიჩარდ პიპერკორნი.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც ამდენი წლის შემდეგ ისევ საარჩევნო თემით მოდის და ისევ გაყალბებაზე ლაპარაკობს, მინიმუმ, ძალიან უხერხულია და უფრო მეტად უტიფრობასთან გვაქვს აქ საქმე” – რატი იონათამიშვილი EPDE-ის ანგარიშზე

ფაქტია, რომ დამკვირვებლებმა დადებითად შეაფასეს, როგორც საარჩევნო გარემო, ასევე არჩევნების მიმდინარეობის პროცესი, რაც მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში მაღალ დონეზე ჩატარდა

რეალობა ის არის, რომ ქართული „ფარა“ საფრთხეს უქმნის სხვადასხვა მანტიისა და საფარის ქვეშ მოქმედ უცხოურ აგენტურასა და მათ მთავარ წარმომადგენელ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც არანაირად არ სურთ, გაამჟღავნონ საკუთარი დაფინანსება