გიორგი ვაშაძე „ქართულ ოცნებას“ – ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალხი ჭყლეტაში მოყვაო – ასე როგორ გაიყიდეთ! როგორ შეიძლება, სკამის გამო სული მიყიდო მტერს?!

ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალხი ჭყლეტაში მოყვაო – ასე როგორ გაიყიდეთ! როგორ შეიძლება, სკამის გამო სული მიყიდო მტერს?! – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს.
ამასთან, ვაშაძე „ქართული ოცნების” წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ „ცრუ პროპაგანდის გავრცელებას თავი დაანებონ”.
„ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალხი ჭყლეტაში მოყვაო… ასე როგორ გაიყიდეთ! როგორ შეიძლება, სკამის გამო სული მიყიდო მტერს?!
არ იცით, ვინ დაესხა თავს თავისუფლების მოყვარე ახალგაზრდებს 9 აპრილს რუსთაველზე? ან როგორ უსირცხვილოდ იმეორებთ როდიონოვის ვერსიას, რომ ხალხი ჭყლეტაში მოყვაო? – მაგრამ არ მიკვირს თქვენგან!
გენერალი ლებედის – ცხრა აპრილის ერთ-ერთი ჯალათის მთავარ დამფინანსებელს – ივანიშვილს და მის რეჟიმს, რა საერთო გაქვთ 9 აპრილის გმირებთან ან საქართველოს თავისუფლებასთან? – არაფერი!
შეწყვიტეთ ძალადობა, ცრუ პროპაგანდა და ტალახის სროლა!
ეს ვერ გიშველით და გამოგიყვანთ კრიზისიდან.
თქვენთვის მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება!” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფიო ხორგუანი ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – ეს არის დაშინების მცდელობა – ხელისუფლებას სჭირდება, რომ ხალხი პრობლემებზე არ ლაპარაკობდეს, დაშინების კარგი შესაძლებლობა კი არის, რომ დასაჯო ის, ვინც ხმამაღლა საუბრობს, რათა სხვები გაჩუმდნენ

Studio Fuksas აცხადებს, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ სცადა, დაჰკავშირებოდა თბილისის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და შენობის მფლობელებს, თუმცა არც ერთ მცდელობას პასუხი არ მოჰყოლია