ამ მძიმე დროს, ჩვენ ჩეხეთის გვერდით ვდგავართ – პრემიერი

ამ მძიმე დროს, ჩვენ ჩეხეთის გვერდით ვდგავართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მთავრობის მეთაური თანაუგრძნობს ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს პრაღაში სროლით გამოწვეულ ტრაგედიასთან დაკავშირებით და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
“დღეს პრაღაში სროლით გამოწვეულმა ტრაგედიამ შეგვძრა. მთელი გულით თანავუგრძნობ ჩეხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალას, ჩეხ ხალხსა და იმ ოჯახებს, რომელთაც ეს ტრაგედია შეეხო.
დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
ამ მძიმე დროს, ჩვენ ჩეხეთის გვერდით ვდგავართ”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
ბოლო მონაცემებით, პრაღის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სროლას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით დაიჭრა.
ჩეხეთის დედაქალაქში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს საქართველოს საელჩო. “ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის”, – აღნიშნულია განცხადებაში. საელჩომ ცხელი ხაზიც აამოქმედა

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა