“უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ… თუ პუტინი გაიმარჯვებს, ეს იქნება სიგნალი, რომ მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია” | სტოლტენბერგი

“უკრაინის მხარდაჭერა უნდა გავაგრძელოთ… თუ პუტინი გაიმარჯვებს, ეს იქნება სიგნალი, რომ მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია”, – ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი CNN-ის ეთერში საუბრობს.
“პროგნოზების გაკეთებისგან თავს შევიკავებ, იმიტომ, რომ ომები თავის ბუნებით არაპროგნოზირებადია. გვახსოვს, რომ ექსპერტების უმეტესობა ომის დაწყების დროს არასწორ პროგნოზებს აკეთებდნენ, როდესაც ამბობდნენ, რომ რუსები კიევს რამდენიმე დღეში აიღებდნენ და რამდენიმე დღეში დაეცემოდა. ეს არ მოხდა და ამის საპირისპიროს უკრაინელებმა უკან დახიეს ოკუპანტები ჩრდილოეთში, აღმოსავლეთში და სამხრეთში, თუმცა ბოლო ერთ წელიწადში ფრონტის ხაზი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, ამიტომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, რათა ეს ქვეყანა გადარჩეს, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო… რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა ამერიკის კონგრესს ამ წლის ბოლომდე დაემტკიცებინა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ ამერიკელები შეთანხმდებიან და ამ დახმარებას უკრაინა მიიღებს. აქ არ არის საუბარი ქველმოქმედებაზე, ჩვენ ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ ამით ინვესტიციას ვდებთ საკუთარ უსაფრთხოებაში. თუ პუტინი გაიმარჯვებს, ეს იქნება სიგნალი, რომ მას ყველაფრის გაკეთება შეუძლია, რასაც მოისურვებს და ეს ასევე იქნება სიგნალი პეკინისთვის, რომ ის პუტინის მაგალითს მიჰყვეს.” – ამბობს სტოლტენბერგი.