ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში „ასტონ ვილას“ 3:1 დამარცხების შემდეგ, პსჟ-ის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კმაყოფილება ვერ დამალა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა კომენტარი:
„ისეთი შეხვედრა იყო, როგორსაც ველოდი. მეტოქე დაცვაში ჩაიკეტა და კონტრშეტევებისთვის კარგი შესაძლებლობები ჰქონდა. ჩვენი მიზანი თამაშის კონტროლი გახლდათ, რაც მოვახერხეთ. შედეგი ლოგიკურია. არაფერი შეუქმნიათ და პირველივე მომენტიდან გოლი გაგვიტანეს. ასეთ სიტუაციაში თამაშის შემოტრიალება ყოველთვის რთულია. მიმდინარე სეზონში ასეთ ვითარებაში უკვე აღმოვჩნდით, რადგან ფეხბურთი სამართლიანი არ არის. ბირმინგემში გამარჯვების მოსაპოვებლად გავემგზავრებით.
რას ვფიქრობ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებულ კვარაცხელიაზე?
“კვარა” ძალიან უნივერსალურია. მისი შეძენა მას შემდეგ მინდოდა, როდესაც 2023 წელს აქ მოვედი. ის აერთიანებს ყველაფერს, რაც ჩვენს პროექტში ჩადებულია: ახალგაზრდობა, ბურთით და უბურთოდ თამაშის ხარისხი, მნიშვნელოვანი დაცვითი მოქმედებები და მაღალი დონის ფიზიკური მომზადება. ბევრი ინდივიდუალური უნარები და გამოცდილება გააჩნია. დღეს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცეს, თუმცა შეიძლებოდა ეს ჯილდო „ლივერპულთანაც“ მიეღო“.
