ყოველთვის გვეგონა, რომ მასობრივი სროლები ჩვენ არ გვეხებოდა – პრაღის მერი დედაქალაქში მომხდარ სროლაზე

ჩეხეთის რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები ეხმაურებიან პრაღაში მომხდარ მასობრივ სროლას, რომელსაც, პოლიციის ცნობით, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა.
“ყოველთვის გვეგონა, რომ ეს [მასობრივი სროლები] ჩვენთან კავშირში არ იყო. ახლა აღმოჩნდა, რომ, სამწუხაროდ, ჩვენი სამყაროც იცვლება და პრობლემა აქაც ჩნდება”, – განუცხადა ჩეხეთის დედაქალაქის მერმა, ბოჰუსლავ სლობოდამ ჩეხურ მედიას.
პრაღაში მომხდარ სროლასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს საქართველოს საელჩო. “ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები არ არიან გარდაცვლილებსა და დაშავებულებს შორის”, – აღნიშნულია განცხადებაში. საელჩომ ცხელი ხაზიც აამოქმედა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი ქვეყნის შიდა და გარე მტრებს აშინებთ ქართველების გაერთიანება, მითუმეტეს, ახალგაზრდებისთვის სიმართლის გაზიარება! ცოტნემ ზუსტად ახსნა თუ რატომ უნდა შედგეს ახალგაზრდებში ჯანსაღი დისკუსია