მატიჩმა ონანას უპასუხა: “მანჩესტერის” ისტორიაში ყველაზე ცუდი მეკარე ხარ

ევროპა ლიგაზე “ლიონთან” მეოთხედფინალური მატჩების წინ “მანჩესტერის” მეკარემ, ანდრე ონანამ განაცხადა, რომ მეტოქეზე გაცილებით უკეთესი გუნდი ჰყავთ. მას პასუხი “ლიონის” მცველმა ნემანია მატიჩმა გასცა, რომელიც 5 წელი თამაშობდა “იუნაიტედში”.
“თუ შენ “მანჩესტერის” ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უარესი მეკარე ხარ, უნდა იფიქრო, რასაც ამბობ. ეს რომ დავიდ დე ხეას, პეტერ შმეიხელს ან ედვინ ვან დერ სარს ეთქვა, მე ჩემს გუნდში ეჭვი შემეპარებოდა, მაგრამ როდესაც შენ გუნდის თანამედროვე ისტორიაში სტატისტიკურად ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მეკარე ხარ, ვიდრე ილაპარაკებ, უნდა დაამტკიცო, რომ რაღაცას წარმოადგენ”, –
ციტირებს მატიჩს Sky Sports-ი.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში