პარლამენტის თავმჯდომარე, არაოფიციალური ვიზიტით, სომხეთს ეწვია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და თანმხლები საპარლამენტო დელეგაცია, არაოფიციალური ვიზიტით, სომხეთის რესპუბლიკას ეწვია და სომხეთის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ალენ სიმონიანთან შეხვედრა გამართა.
შალვა პაპუაშვილმა და ალენ სიმონიანმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები, მათ შორის, ვაჭრობისა და ხალხთაშორისი კავშირების მიმართულებებით. საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის შეთანხმდნენ კონკრეტულ ინიციატივების განხორციელებაზე.
საქართველოსა და სომხეთის პარლამენტების თავმჯდომარეებმა აგრეთვე განიხილეს რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხები და აღნიშნულ პროცესებში საპარლამენტო ჩართულობის შესაძლებლობები.
ალენ სიმონიანმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება მიულოცა.
საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში შედიან პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და სომხეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი ანტონ ობოლაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

პარლამენტის გადაწყვეტილება დემოკრატიის შეზღუდვა კი არა, მისი დაცვის ნაბიჯია. ეს კანონი გარანტიაა, რომ პოლიტიკაში დარჩებიან მხოლოდ ისინი, ვინც სახელმწიფოს ემსახურება და არა უცხო ინტერესებს

ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველოს სახელმწიფო არის მეორე, მესამე რიგის სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს უფლება ჰქონდეს ისეთი კანონმდებლობა, როგორიც განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ

როდესაც ამდენი წლის შემდეგ ისევ საარჩევნო თემით მოდის და ისევ გაყალბებაზე ლაპარაკობს, მინიმუმ, ძალიან უხერხულია და უფრო მეტად უტიფრობასთან გვაქვს აქ საქმე” – რატი იონათამიშვილი EPDE-ის ანგარიშზე