ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიანიმ ნეთანიაჰუმ, “ჰამასთან” ახალი შეთანხმების შესახებ დისკუსიების ფონზე, ტერორისტებს შესთავაზა, “ან ჩაბარდნენ ან მოკვდნენ”. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ “ჰამასმა” უარყო ისრაელის შეთავაზება 40 მძევლის სანაცვლოდ ერთკვირიანი ზავის შესახებ.
მანამდე “ჰამასის” ხელმძღვანელმა თქვა, რომ ისრაელთან მძევლების გარიგება შესაძლებელია მხოლოდ ყველა ყველასათვის ფორმულით და ცეცხლის სრული შეწყვეტის შემდეგ.