ბრაზილიის ნაკრებს სავარაუდოდ, ჟორჟე ჟეზუსს ჩააბარებენ

UOL-ის ცნობით, ბრაზილიის ნაკრების ახალი მწვრთნელი სავარაუდოდ, “ალ-ჰილალის” ამჟამინდელი დამრიგებელი ჟორჟე ჟეზუსი გახდება.
ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის ხელმძღვანელობა მზადაა, საუდის არაბეთოს კლუბს მენეჯერის გამოსასყიდი თანხა 2,5 მილიონი ევრო გადაუხადოს.
მოსალოდნელია, რომ 70 წლის სპეციალისტი “სელესაოს” ოფიციალურად მაისში ჩაიბარებს. მას ხელფასი გაცილებით შეუმცირდება და მხოლოდ 20%-ს მიიღებს იმ თანხისას, რასაც ახლა “ალ-ჰილალში” უხდიან, თუმცა წარმატების შემთხვევაში, კონტრაქტი ბონუსებსაც ითვალისწინებს.