პარტიებად წოდებული ადამიანები, რომლებიც მხოლოდ დესტრუქციაზე არიან გადასული, ნამდვილად ვერ იქნებიან პოლიტიკოსები, ამიტომ, თუ ამ ექსტრემისტების ჯგუფს მეტი ნაწილი გამოაკლდება, ქვეყანა უფრო დამშვიდდება

პარტიებად წოდებული ადამიანები, რომლებიც მხოლოდ დესტრუქციაზე არიან გადასული, ნამდვილად ვერ იქნებიან პოლიტიკოსები, ამიტომ, თუ ამ ექსტრემისტების ჯგუფს მეტი ნაწილი გამოაკლდება, ქვეყანა უფრო დამშვიდდება
„ის ადამიანები, ვინც ზურა გირჩი ჯაფარიძის პარტიიდან თუ სხვადასხვა პარტიებიდან ტოვებენ საკუთარ რიგებს, რა თქმა უნდა, ყველაზე უკეთ და ყველაზე ადრე ათვიცნობიერებენ ამ მარცხის წინასწარ შედეგებს“- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა ოპოზიციაში არსებულ კრიზისზე საუბრისას. ნინო წილოსანს მიაჩნია, რომ „პოლიტიკური ველის გაწმენდის პროცესს ვადგავართ“.
„ყოველდღე ვხედავთ და ვუსმენთ უფრო და უფრო მეტ სასოწარკვეთილ განცხადებებს, მათ შორის, იმედგაცრუებულ პოსტებს, ერთმანეთისთვის შემოძახილებს, რომ როგორღაც არ დაიშალონ მარტივ მამრავლებად, თუმცა ამ პროცესის პარალელურად მეტი ე.წ. ექსტრემალი ტოვებს თავის პარტიის რიგებს. რა თქმა უნდა, პარტიასაც ვეღარ ვუწოდებთ ამ ექსტრემალების დაჯგუფებას, რომელთა მიზანი პირდაპირ ცდება ყველანაირ დემოკრატიულ სტანდარტებს.
პარტიები და პარტიებად წოდებული ადამიანები, როდესაც არ იღებენ მონაწილეობას არც საპარლამენტო მუშაობაში, არც არჩევნებში და მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციაზე არიან გადასული ისინი ნამდვილად ვერ იქნებიან პოლიტიკოსები, ამიტომ, თუ ამ ექსტრემისტების ჯგუფს უფრო და უფრო მეტი მათი ნაწილი გამოაკლდება, რა თქმა უნდა, ქვეყანა უფრო დამშვიდდება და პრინციპში აქეთ მიდის პროცესები. მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ საგამოძიებო კომისიის პირობებში ალბათ ყველასთვის ცხადია, რომ ეს პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“’ თავისი ნაწილაკებით იმ დაშლის პირობებში, როგორი ფორმაც ახლა აქვთ მიღებული აუცილებლად უნდა აიკრძალოს და ანტიკონსტიტუციურად იქნას ცნობილი. ამ პირობებში ვფიქრობ, რომ პოლიტიკური ველი გაიწმინდება და ამ პოლიტიკური ველის გაწმენდის პროცესს ვადგავართ“-განაცხადა ნინო წილოსანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიალოგი, რომელიც მიმართული იქნება პოზიციების დაახლოებისკენ, საუკეთესო გამოსავალია, თუმცა ევრობიუროკრატიას ამ ეტაპზე ვითარების გამწვავების და საქართველოს მოსახლეობაზე შანტაჟის ენით საუბრის პერიოდი უდგას

რატომ არ უნდა გვინდოდეს ევროკავშირთან პარტნიორული ურთიერთობა? მაგრამ არა ისე, რომ რადგან პატარა ქვეყანა ვართ, ვიღაცამ ზემოდან გადმოგვხედოს და დავალებები მოგვცეს, გაწიროს ჩვენი ქვეყანა თავისი ინტერესების გასატარებლად