მამუკა მდინარაძე: იქ ვიღაცები პოლიციამ უნდა, უკაცრავად, გაათრიოს და მიხვიდე, ტიტები დააწყო

“იქ ვიღაცები პოლიციამ უნდა გაათრიოს და მიხვიდე, ტიტები დააწყო” – მამუკა მდინარაძე და ოცნების სხვა წევრები 9 აპრილის მემორიალთან მისვლას აღარ გეგმავენ. ნაცვლად ამისა, ქართული ოცნების წარმომადგენლები სამებაში, პარაკლისზე შეიკრიბნენ.

“დღევანდელ დღეს […] ცდილობენ პროვოკაციები და დაპირისპირება შემოიტანონ. ჩვენ, ბუნებრივია, არ ავყევით, დღეს უნდოდათ მათ სურათის დადგმა, რომელიც მართლა ძალიან ცუდი იქნებოდა – იქ ვიღაცები პოლიციამ უნდა, უკაცრავად, გაათრიოს და მიხვიდე, ტიტები დააწყო. ამ პროვოკაციის მოწყობა უნდოდათ. არ ავყევით, ვარჩიეთ, ამოვსულიყავით სამებაში, პარაკლისზე, მოგვეხსენიებინა გარდაცვლილი გმირების სულები” – ამბობს მამუკა მდინარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ზურაბიშვილი: იტყვი რამეს და ხელისუფლების წარმომადგენლის შეურაცხყოფას შეგტენიან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მომენტში და ციხეში გაგიშვებენ. არადა როგორ გინდა არ თქვა?

გივი მიქანაძე „სიცრუესა“ და „დეზინფორმაციულ კამპანიას“ უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ის გურიაში სახლს საბავშვო ბაღის ადგილას აშენებს და საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს