რა უნდა ამას 9 აპრილს რუსთაველზე? – გიორგი გამსახურდია პაატა ბურჭულაძეზე

რა უნდა ამას 9 აპრილს რუსთაველზე? – გიორგი გამსახურდია პაატა ბურჭულაძეზე
გიორგი გამსახურდია, ოპოზიციონერ პაატა ბურჭულაძის ინტერვიუდან სოციალურ ქსელში ნაწყვეტს აქვეყნებს, სადაც ბურჭულაძე აცხადებს, რომ მთელ მსოფლიოში ცნობილია როგორც რუსი ბანი და მისთვის დიდი პატივია, რომ რუსული სკოლის წარმომადგენელია. გამსახურდიას თქმით, ბურჭულაძე, რომელიც თხემიდან ტერფამდე რუსია, სხვას უწოდებს რუსს და რუსეთუმეს და მისი ადგილი 9 აპრილს რუსთაველზე არ არის.
“აი ეს ცეკა/ტეკას კალთაში გამოზრდილი, თხემიდან ტერფამდე მართლა რუსი, რომ ვინმეს რუსს და რუსეთუმეს დაუძახებს… ამაზე ამორალური, კაცი არ დადის დედამიწაზე… რა უნდა ამას საერთოდ 9 აპრილს რუსთაველზე? მავზოლეუმთან უნდა ეგდოს, ან “პაკლონნაია გარაზე”. ვერ მოვიცილეთ ეს შავი ჭირი, ეს მანქურთები ქვეყანამ,” – წერს გიორგი გამსახურდია.
Previous: აგენტები თავისუფლებისთვის და ქვეყნის სუვერენიტეტისთვის მებრძოლ ხალხს “მონებს” რომ უწოდებენ – მათი ადგილი 9 აპრილის მემორიალთან არ უნდა იყოს

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა